დაგროვებითი პენსიით 7 095-მა პირმა ისარგებლა – საპენსიო სააგენტო
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლამდე დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 7 095-მა ადამიანმა. მათ მიერ მიღებული პენსიის ჯამური რაოდენობა 21 მილიონ 557 ათასი ლარია.
სააგენტოს ცნობით, საპენსიო სქემის მონაწილეთა რაოდენობა 1 477 000 ადამიანია, წმინდა ამონაგებმა კი 856,7 მილიონი ლარი შეადგინა.
საპენსიო სააგენტო აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, სად აქვს მსოფლიოს მასშტაბით ინვესტირებული საკუთარი რესურსი. სააგენტოს აქციები ასე ნაწილდება:
- აშშ – 41,5%;
- აზია (განვითარებული ნაწილი) – 18,5%;
- ევროპა – 17,6%;
- აზია (განვითარებადი ბაზრები) – 12,2%;
- ლათინური ამერიკა – 8,3%;
- კანადა – 1,9%.
2023 წელს საპენსიო სააგენტომ, მოქალაქეებისგან დამოუკიდებლად, მათი საპენსიო დანაზოგები სხვადასხვა რისკის მქონე საინვესტიციო პორტფელებში გადაანაწილა. დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეთა საპენსიო დანაზოგები გადანაწილდა მაღალრისკიან, საშუალორისკიან და ნაკლებად რისკიან პორტფელებში.
თავდაპირველად, სააგენტომ მოქალაქეებს 1-თვიანი ვადა (2023 წლის 6 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე) მისცა მათთვის სასურველი პორტფელის ასარჩევად. მოგვიანებით, 2028 წლამდე, დაგროვებითი საპენსიო სისტემის ყველა მონაწილე დაბალრისკიან პორტფელში დატოვეს.