თეგებით ძიება

რატომ მოიხმარენ მოზარდები ელექტრო სიგარეტს და რა გავლენა აქვს ამას აკადემიურ მოსწრებაზე?

საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ მარი მალაზონიამ მოზარდების ელექტრო სიგარეტით გატაცებაზე იისაუბრა.

„კვლევა აშშ-ში ჩატარდა. ეს კვლევა ძალიან მასშტაბური კვლევის ერთი ნაწილია, რომელსაც ქვია თამბაქოს მოხმარების კონტროლის შეფასება. ამ ტიპის კვლევები ყოველთვის ითვალისწინებს, როგორია ქვეყნის შიგნით სტრატეგია.

როგორც ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი მათ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, ყოველიო 10 მოზარდიდან, ეს არის ოფიციალური სტატისტიკა, – ერთი არის ელექტროსიგარეტის მომხმარებელი.

კვლევის ავტორებმა შეისწავლეს 12-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდები, მათი ჯანმრთელობის პარამეტრები, მათი ცხოვრების წესის თავისებურება და 4000-მდე მოზარდის შემთხვევაში ძალიან კარგად დააკვირდნენ, როგორია მათ მიერ დაყოვნებული დრო სოციალურ ქსელებში, ანუ როგორია მათი ინტერნეტით სარგებლობის ინტენსივობა და სოციალურ ქსელებში დაყოვნების დრო.

მეორე მხრივ, მათ ასევე შეაფასეს, როგორია ამ მოზარდების აკადემიური მოსწრება და შესაბამისად გადათვალეს ეს ყველაფერი, დააკავშირეს ყველაფერი ეს მოზარდების მიერ ელექტროსიგარეტის მოხმარების მაჩვენებელთან.

მნიშვნელოვანი აღმოჩნდა კანონზომიერება, რომელიც მათ დაადგინეს, ეს კანონზმომიერება არის ერთი მხრივ თვალსაჩინო და მეორე მხრივ, ძალიან საგულისხმოა მათთვის, ვინც გაიზიარებს ამ კვლევის შედეგებს, გაითვალისწინებს.

კვლევამ აჩვენა, რომ ერთი მხრივ, რაც უფრო მეტია მოზარდის მიერ სოციალურ ქსელში დაყოვნების დრო, რაც უფრო მაღალია ინტერნეტით სარგებლობის ინტენსივობა, მით უფრო მაღალია ელექტროსიგარეტის მოხმარების მაჩვენებელი. და მეორე მხრივ, რაც უფრო მაღალია მოზარდების აკადემიური მოსწრება და რაც უფრო მეტად დაკავებულია, მით უფრო დაბალია ელექტროსიგარეტის მოხმარების თავისებურება.

მეცნიერები ამ ყველაფერს ხსნიან იმ სქემით, რომელიც თქვენ ნახეთ დედამიწის სიმბოლოს სახით. ეს არის ე.წ.  ინტერნალიზაცია.

რა მოვლენაა, ინტერნალიზაცია?

ინტერნალიზაცია ეს არის სოციალურად ჩამოყალიბებული გარკვეული ტენდენციების, შეხედულებების, ქმედებების, იდეების საკუთარ თავზე მორგება.

აღმოჩნდა, რომ ასეთი უნარი მოზარდებს ძალიან გამძაფრებული აქვთ და თუ ამ პრინციპს მივუსადაგებთ კვლევის შედეგებს, აღმოვაჩენთ, რომ ნამდვილად ასეა…“- აღნიშნა წამყვანმა.

ვიდეო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა