თეგებით ძიება

საქართველოში საარსებო მინიმუმი 249 ლარით და 70 თეთრით განისაზღვრა

2023 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 2.6 ლარით შემცირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 249.7 ლარი იყო. მაშინ როცა 2023 წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 252.3 ლარს შეადგენდა. წლიურად კი მაჩვენებელი 3.8 ლარით არის შემცირებული, კერძოდ, 2022 წლის დეკემბერში საარსებო მინიმუმი - 253.5 ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს, ის გასული წლის დეკემბერში 221.1 ლარით განისაზღვრა. მაშინ, როცა 2023 წლის ნოემბერში 223.4 ლარი, ხოლო 2022 წლის დეკემბერში - 224.5 ლარი იყო.

ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელ საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა