თეგებით ძიება

ქვეყნები, საიდანაც 2023 წელს ყველაზე მეტი გადმოირიცხა - რუსეთი პირველ ადგილზეა

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, გასულ წელს რუსეთიდან 1,526 მლრდ დოლარზე მეტი გადმოირიცხა.

უწყების მონაცემებით, 2023 წლის განმავლობაში საქართველოში 4,123 მლრდ დოლარის ფულადი გზავნილი განხორციელდა, საიდანაც 37% რუსეთზე მოდის. 

2023 წლის დეკემბერში ქვეყანაში 308,285 მლრდ დოლარი გადმოირიცხა, აქედან მეხუთედზე მეტი, ჯამში 70,584 მლ დოლარი, რუსეთზე მოდის.

ქვეყნები, საიდანაც 2023 წელს ყველაზე მეტი თანხა ჩაირიცხა:

რუსეთი  - 1,526,810 მლრდ აშშ დოლარი

იტალია - 518,564 მლნ აშშ დოლარი

აშშ - 456,391 მლნ აშშ დოლარი

საბერძნეთი - 242,997 მლნ აშშ დოლარი

გერმანია - 228,642 მლნ აშშ დოლარი

ისრაელი - 215,158 მლნ აშშ დოლარი

ყაზახეთი - 198,737 მლნ აშშ დოლარი

თურქეთი - 112,813 მლნ აშშ დოლარი

აზერბაიჯანი - 46,426 მლნ დოლარი

ესპანეთი - 61,954 მლნ აშშ დოლარი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა