თეგებით ძიება

ოქროს ფასი იზრდება

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროზე მოთხოვნა იზრდება. ამ ეტაპზე, ერთ კვირაში ოქროს ფასი 1.5%-ითაა გაზრდილი და უნცია მეტალის ღირებულება 2,053 დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ოქროზე მოთხოვნის ზრდა მარტივი მიზეზით არის განპირობებული. ზოგადად, გეოპოლიტიკური რისკების ზრდის ფონზე, კრიზისისგან თავის დასაზღვევად ინვესტორების დაბალრისკიან აქტივებს ირჩევენ. საუკუნეებია, ოქრო კრიზისისგან ჰეჯირების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ითვლება, ამიტომაც ამჟამად მისი ფასი იმატებს.

გარდა ამისა, ოქროს ფასზე უდიდეს გავლენას ახდენს აშშ-ის ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილება. FED-ის ბოლოს შეხვედრაზე კომიტეტის ხელმძღვანელმა, ჯერომ პაუელმა განაცხადა, რომ მომავალი წლიდან მონეტარული პოლიტიკა შემსუბუქდება, ეს კი ოქროს ფასზე პოზიტიურად აისახება, რადგან ოქროს ღირებულებასა და რეფინანსირების განაკვეთს შორის საპირისპირო მიმართებაა.

ბოლო პერიოდში ოქროს გაძვირების მთავარი განმაპირობებელი ერთ-ერთი მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომი, ახლო აღმოსავლეთში დაწყებული კონფლიქტი და აშშ-ჩინეთის გეოპოლიტიკური ურთიერთობების გაუარესებაა. ასეთ კრიზისულ ვითარებაში, როგორც წესი, ინვესტორები თავის დასაზღვევად ოქროს ყიდულობენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა