გერმანიაში სიგარეტის ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს
გერმანიაში თამბაქოს ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს, ორ ეჭვმიტანილს კი ამ დრომდე ეძებენ - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაკავებული პირი და მისი თანამზრახველები პოლიციამ სუპერმარკეტის ავტოსადგომზე იპოვა, თუმცა იქამდე, სანამ საქართველოს მოქალაქის იდენტიფიცირება ხდებოდა, ორმა პირმა გაქცევა მოახერხა.