თეგებით ძიება
16. 01. 2024 მსოფლიო

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში აფეთქების შედეგად გაერო-ს მშვიდობისმყოფელი დაიღუპა

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში აფეთქების შედეგად გაერო-ს მშვიდობისმყოფელი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს ძალები ავრცელებს.

„კამერუნის კონტინგენტის პატრული მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გუნდს ახლდა თან. აფეთქების შედეგად კიდევ ხუთი მშვიდობისმყოფელი დაშავდა, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა“, - ნათქვამია გაერო-ს ძალების განცხადებაში.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაერო-ს მრავალგანზომილებიანი ინტეგრირებული სტაბილიზაციის მისიის ხელმძღვანელმა, ვალენტინა რუგვაბიზამ ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენება დაგმო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა