თეგებით ძიება
16. 01. 2024 სპორტი

პრეზიდენტმა ოსიმენთან იკამათა - კონფლიქტი ნიგერიის ნაკრებში (ვიდეო)

მიუხედავად იმისა, რომ ნიგერიის ნაკრები აფრიკის თასის პირველ ტურში ეკვატორულ გვინეასთან ფავორიტი იყო, ჟოზე პესეიროს გუნდმა ტურნირი წარუმატებლად დაიწყო.

ნიგერიის ნაკრები აგებდა, საბოლოოდ კი ქულა ვიქტორ ოსიმენის გოლით გადაარჩინა. თუმცა, ოსიმენი მაინც კრიტიკის ობიექტი გახდა, რადგან 77-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა მისთვის არადამახასიათებლად ითამაშა და ძალიან რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა.

როგორც ნიგერიული მედია წერს, მატჩის შემდეგ გასახდელში ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იბრაჰიმ მუსა გუსაუ შევიდა, რომელიც ფეხბურთელებს ეჩხუბა. მისი თავდასხმის მთავარი სამიზნე კი ოსიმენი ყოფილა. გუსაუმ ფეხბურთელებს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა და მათ ნაკრებიდან გარიცხვით დაემუქრა. ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციაში მიაჩნიათ, რომ ფეხბურთელები ნაკრებისთვის ბოლომდე არ იხარჯებიან და თუ მომდევნო მატჩებში მათი მიდგომა არ შეიცვლება, ნაკრების დატოვება რამდენიმე მათგანს მაინც მოუწევს.

ნიგერიის ნაკრები აფრიკის თასის მეორე ტურში კოტ დივუარის ნაკრებს შეხვდება, რომელმაც პირველ ტურში 3 ქულა მოიპოვა.

წყარო - europop.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა