თეგებით ძიება

ბათუმის ბულვარში ველომოყვარულები განახლებული ველობილიკით ისარგებლებენ

ბათუმის ბულვარში არსებული ველობილიკის მასშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, განხორციელდება ძველი ველობილიკის რეაბილიტაცია და მოეწყობა თანამედროვე სტანდარტებით გათვალისწინებული მონოლითური რკინაბეტონის ველობილიკი.

„საპროექტო ტერიტორია მოიცავს ძველი ბულვარიდან ახალ ბულვარში, ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორიამდე არსებულ ველობილიკს, რაც ჯამში, 6 000 გრძივ მეტრს შეადგენს.

განახლებული ველობილიკი კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის ველოგადაადგილებას.

პროექტი მიმდინარე წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონამდე დასრულდება.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში დროებით, შეიზღუდება ველოგადაადგილება გარკვეულ მონაკვეთებზე, რისთვისაც ბოდიშს ვუხდით ველომოყვარულებსა და ბაღის ვიზიტორებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

პროექტი შემუშავებულია ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის საფუძველზე და შეთანხმებულია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა