ლარი კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6573 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6582 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8917 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9067 ლარს შეადგენდა.
თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულებაც 0.0883 ლარია.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 17 იანვარს შევა ძალაში.