"უკრაინის არსებობა უკრაინელებისთვის სასიკვდილოდ საშიშია" - დიმიტრი მედვედევი
უკრაინის არსებობა უკრაინელებისთვის სასიკვდილოდ საშიშია - წერს დიმიტრი მედვედევი ტელეგრამ არხზე და ხსნის, რომ "არ გულისხმობს მხოლოდ დღევანდელ ბანდერას პოლიტიკურ რეჟიმს". რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი უკრაინას "ხელოვნურ ქვეყნად" მოიხსენიებს:
"მე ვსაუბრობ ნებისმიერ, აბსოლუტურად ნებისმიერ უკრაინაზე.
რატომ?
რუსეთის ისტორიულ ტერიტორიებზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა ახლა საომარი მოქმედებების განახლების მუდმივი მიზეზი იქნება. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის უკრაინის სახელით სიმსივნური ზრდის სათავეში, ეს არ შემატებს მის მმართველობას ლეგიტიმაციას და თავად "ქვეყნის" იურიდიულ სიცოცხლისუნარიანობას. და, შესაბამისად, ახალი ბრძოლის ალბათობა გაგრძელდება განუსაზღვრელი ვადით. თითქმის ყოველთვის. მეტიც, არის 100%-იანი ალბათობა ახალი კონფლიქტის, მიუხედავად იმისა, რა უსაფრთხოების დოკუმენტებს მოაწერს ხელს დასავლეთი მარიონეტ კიევის რეჟიმთან. ამას ვერც უკრაინის ასოცირება ევროკავშირთან და ვერც ამ ხელოვნური ქვეყნის ნატოში შესვლა შეუშლის ხელს. ეს შეიძლება მოხდეს ათ ან ორმოცდაათ წელიწადში", - წერს მედვედევი.