თეგებით ძიება
17. 01. 2024 მსოფლიო

თუ ღაზაში კონფლიქტი შეწყდება, რეგიონში სხვა თავდასხმებიც შეწყდება - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა განაცხადა, რომ თუ ღაზაში კონფლიქტი შეწყდება, რეგიონში სხვა თავდასხმებიც შეწყდება.

"თუ ღაზაში გენოციდი შეჩერდება, მაშინ ეს გამოიწვევს სხვა კრიზისებისა და თავდასხმების დასრულებას რეგიონში", - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

ირანელმა მინისტრმა დასძინა, რომ წითელ ზღვაში საზღვაო უსაფრთხოება და გემების უსაფრთხოება მნიშვნელოვანია ნავთობის ექსპორტიორი ირანისთვის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა