რა ღირს მიწის ნაკვეთები თბილისის შემოგარენში?
საქართველოში მიწის ნაკვეთებზე ფასები წლებია იზრდება. სწორედ ამიტომ, „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ღირდა 2022-2023 წლებში თბილისის შემოგარენში, ერთი კვადრატული მეტრი მიწის ფართობი.
SS.GE-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მიწის ნაკვეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ფასი წყნეთში ფიქსირდება.
2023 წლის ბოლოს, წყნეთში, ერთი კვადრატული მეტრის ფასი 399 დოლარი იყო, 2022 წელს კი 450 დოლარს შეადგენდა.
შემდეგ ადგილზეა კოჯორი, სადაც ერთი კვადრატული მეტრის შეძენას, 2023 წლის ბოლოს, 120 დოლარად შეძლებდით, 2022 წელს კი, ერთ კვადრატულ მეტრში, 176 დოლარის გადახდა გიწევდათ.
ასევე აღსანიშნავია წავკისი, სადაც 2023 წელს, ერთ კვადრატულ მეტრ მიწას 126 დოლარად შეიძენდით, ხოლო ეს მაჩვენებელი, 2022 წელს, სულ რაღაც 100 დოლარი იყო.
ჩამოთვლილი მუნიციპალიტეტებიდან, მიწის ნაკვეთის ყველაზე დაბალ ფასად შეძენას ტაბახმელაში შეძლებთ, სადაც 2023 წლის ბოლოს, ერთი კვადრატული მეტრი სულ რაღაც 79 დოლარი ღირდა, 2022 წელს კი 74 დოლარი.