სისხლიანი დაპირისპირება ქედაში - კოკოტაურში მამაკაცი დაჭრეს
ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოკოტაურში კაცი დაჭრეს. ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევას წინ დაპირისპირება უძღოდა.
დაჭრილი კლინიკაში მოათავსეს.
პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სხვა ვერაფერს გეტყვით,"- ამბობს ქედის კლინიკის დირექტორი "აჭარა თაიმსთან."
სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი უცნობია. ჯერ-ჯერობით უცნობია ისიც, დაიწყო თუ არა მომხდარზე გამოძიება.