ჩინეთში, მაშველები მეწყრის შედეგად ნანგრევებში მოყოლილ 50-მდე ადამიანს ეძებენ
ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთის პროვინცია იუნანში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად სულ მცირე 47 ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
სამაშველო სამუშაოები გრძელდება და პრეზიდენტმა, სი ძინპინმა შესაბამის სამსახურებს მოუწოდა, მაქსიმალურად ეცადონ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაარჩინონ.
People's Daily-ის ცნობით, სტიქიის შემდეგ რეგიონიდან 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.