თეგებით ძიება
22. 01. 2024 მსოფლიო

ესტონეთში 10 ათასამდე მასწავლებელმა უვადო გაფიცვა გამოაცხადა

ესტონეთში დაიწყო განათლების მუშაკთა პროფკავშირის (ESL) უვადო გაფიცვა, რომლის ფარგლებშიც 10 ათასამდე მასწავლებელი ქუჩაში გამოვა და ხელფასის მომატებას მოითხოვს.

პროფკავშირის ინფორმაციით, მასწავლებლებს ბაგა-ბაღების აღმზრდელებიც შეუერთდებიან.

„გაფიცვა არის შედეგი იმისა, რომ მთავრობას არ სურს კომპრომისზე წასვლა და პოლიტიკური დაპირებების შესრულება. განათლების სფეროში შექმნილი სიტუაცია შემაშფოთებელია. საბავშვო ბაღები და პროფესიული სასწავლებლები სოლიდარობის გაფიცვას 24 იანვარს შეუერთდებიან“, - აღნიშნულია პროფკავშირის განცხადებაში.

მათივე ცნობით, აქციაში მონაწილეობას მიიღებს 330 სკოლის 9471 მასწავლებელი. გაფიცვის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა - დაწესდეს მინიმალური ხელფასი საჯარო სკოლის მასწავლებლისთვის 1950 ევროს ოდენობით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა