ნახევარი მილიონი ადამიანის მობილიზების აუცილებლობას ვერ ვხედავ - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ომში 500 ათასი უკრაინელის მობილიზაციის აუცილებლობას ვერ ხედავს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანულ მე-4 არხს განუცხადა. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ფრონტზე ცოცხალი ძალის ნაკლებობა შესამჩნევია და მობილიზაციის გაფართოებაც აუცილებელია, თუმცა არმიის რიგების ნახევარი მილიონი ჯარისკაცით გასაზრდელად ის სამხედრო ხელმძღვანელობისგან დამაჯერებელ არგუმენტებს ითხოვს. ზელენსკი არ გამორიცხავს, რომ ფართო მობილიზაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ მოიძებნოს.
„პირადად მე ჯერ ვერ ვხედავ საკმარის არგუმენტირებულ დეტალებს იმის დასაჯერებლად, რომ ნახევარი მილიონი ადამიანი მობილიზაციაა აუცილებელი. ამას ვამბობ არა იმიტომ, რომ ვინმეს მოვეწონო, არამედ იმიტომ, რომ მობილიზაცია, პირველ რიგში, სამართლიანი უნდა იყოს. ადამიანმა უნდა იცოდეს, სად მიდის. არიან ადამიანები, რომლებიც ომის პირველი დღიდან ფრონტის ხაზზე იბრძვიან და მათ დასვენების უფლება აქვთ. ისინი კი ვინმემ უნდა ჩაანაცვლოს. თუ გაწვრთნილი პროფესიონალების ნაკლებობაა, სამხედროებს უნდა მივცეთ საშუალება, შეძლონ საზოგადოების ნაწილი მობილიზაცია, შემდეგ კი გადაამზადონ ისინი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უბრალოდ არ გადავისროლოთ ხალხი ბრძოლის ველზე. სხვა შემთხვევაში, მათ ომში გადარჩენის ნაკლები შანსი ექნებათ. ეს არასწორია, რადგან ისინი ადამიანები არიან და არა ხორცი“, - განაცხადა ზელენსკიმ.