თეგებით ძიება
22. 01. 2024 მსოფლიო

გერმანიაში უცხოელებისთვის მოქალაქეობის მიღება მარტივდება

გერმანიის პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონის თანახმად, პროფესიონალი მუშახელის დეფიციტის გადასაჭრელად და არალეგალური იმიგრაციის შესაზღუდად, უცხოელებისთვის მოქალაქეობის მიღება მარტივდება.

ამიერიდან გერმანიის მოქალაქეობის მიღება, ნაცვლად რვა წლისა, ქვეყანაში ხუთწლიანი ცხოვრების შემდეგ იქნება შესაძლებელი. იმ ადამიანებს კი, რომლებმაც ინტეგრაციისთვის გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგეს, მაგალითად, შეისწავლეს გერმანული ენა, განაცხადის შეტანა სამი წლის შემდეგ შეეძლებათ.

უქმდება შეზღუდვა ორმაგ მოქალაქეობაზეც იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან არ არიან.

ასევე, მარტივდება პროცედურები უცხოელების, კერძოდ, იმ ადამიანების დეპორტაციისთვის, რომელთაც ქვეყანაში დასარჩენი არა აქვთ. მიმალული დეპორტირებულების ძებნისას პოლიციას უფლება ექნება, მიგრანტების ჰოსტელებში მესამე პირების ოთახებში შევიდეს, რაც აქამდე დაუშვებელი იყო. გარდა ამისა, რეპატრიაციის ვადები წინასწარ აღარ იქნება ცნობილი.

ოფიციალური სტატისტიკით, გერმანიაში პასპორტის გარეშე 10 მილიონამდე ადამიანი იმყოფება, მათგან 5.7 მილიონი, სულ მცირე, 10 წელია, რაც ქვეყანაში ცხოვრობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა