თეგებით ძიება

მნიშვნელოვანია საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის ნებისმიერ დისკუსიაში - მაკა ბოჭორიშვილი

მნიშვნელოვანია საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის ნებისმიერ დისკუსიაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ბრიუსელში გამართული კონფერენციის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა ყველგან ისმოდეს საქართველოს ხმა და ყველა ხედავდეს, რომ ემზადება შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

„მნიშვნელოვანია საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის ნებისმიერ დისკუსიაში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ საქმის კურსში, რა არის პრიორიტეტული თემები ევროკავშირისთვის, ვინაიდან ეს დღეს ჩვენც გვეხება, როგორც კანდიდატ ქვეყანას. საკითხები, როგორც წესი ევროკავშირის თავმჯდომარეობის მხრიდან შემოთავაზებული. ამ შემთხვევაში საკითხი ეხებოდა ურბანულ განვითარებას, რაც ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, საჭიროა ყველგან ისმოდეს საქართველოს ხმა. ყველა ხედავდეს, რომ საქართველო აქტიურად არის ჩართული ამ საკითხების განხილვაში და ემზადება შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

საპარლამენტო დელეგაცია ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქშია. ბრიუსელის პარლამენტში დილიდან კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც ევროკავშირის ურბანულ პოლიტიკას ეხება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა