თეგებით ძიება

2023 წელს საქართველომ ოკუპირებული აფხაზეთის ელექტრომომარაგებისთვის $1 მილიონი გადაიხადა

ელექტროენერგიის იმპორტი 7 წლიან მინიმუმზეა. ექსპორტი კი, რეკორდულად გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს, საქართველომ ჯამურად 1.05 მლნ აშშ დოლარის 790 გვტ. სთ. ელექტროენერგია იყიდა, 2022 წელს კი, 41.7 მლნ აშშ დოლარის 1,533 გვტ.სთ ელექტროენერგია.

თიბისი კაპიტალის ცნობით, თითქმის 38-ჯერ შემცირებული იმპორტის 98%, აფხაზეთის ელექტროენერგიით დაკმაყოფილებას მოხმარდა. საქართველომ ელექტროენერგია გასულ წელს, სრულად რუსეთიდან შეიძინა. გამოდის, ოკუპირებული აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულებამ 1.03 მლნ დოლარი მოდის.

რაც შეეხება ექსპორტს, 2023 წელს ექსპორტმა 1.5 ტვტ. სთ-ს მიაღწია, ხოლო საქართველომ რეკორდული 103.3 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. ძირითადი ბაზარი, კვლავ თურქეთია, რომელზეც ექსპორტის 89% მოდის. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი 6% წილით და სომხეთი 5%-ით.

აღსანიშნავია, რომ გარდა იმპორტის გზით ნაყიდი ელექტროენერგიისა, აფხაზეთს ენგურ ჰესის გენერაციის 40% მიეწოდება. 1990-იან წლებში ხელმოწერის გარეშე მიღწეულ შეთანხმებით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული მთლიანი ენერგიის 40% აფხაზეთის რეგიონს, 60% კი - დანარჩენ საქართველოს ეკუთვნის.

წყარო: bm.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა