პრინცი ჰარი და მეგან მარკლი იამაიკაზე ბობ მარლის ფილმის პრემიერას დაესწრნენ
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი იამაიკაზე, ფილმის, „ბობ მარლი: ერთი სიყვარულის“ პრემიერაზე მოულოდნელად გამოჩნდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას PageSix ავრცელებს.
სასექსის ჰერცოგინიას გრძელი შავი კაბა ეცვა, ხოლო ჰარის - ლურჯი ფერის შარვალი და პიჯაკი.
ჰარი და მეგანი პირველად იამაიკაზე 2017 წელს იმყოფებოდნენ, სადაც მეგობრის ქორწილს დაესწრნენ.
როგორც პრინც ჰარი რომანშია ნახსენები, სწორედ 2017 წელს იამაიკაზე მოგზაურობისას მიხვდა ჰარი, რომ მეგანი ის ქალი იყო, ვისთანაც მთელი ცხოვრების გატარება სურდა.