თეგებით ძიება
25. 01. 2024 ვიდეო

"ცოლი არ მინდა, შვილი მინდა.... სად შემიძლია, ყოველდღე ერთი და იმავესთან დავწვე“ - პაატა თედიაშვილი (ვიდეო)

ქორეოგრაფი, პაატა თედიაშვილი სხვადასხვა საკითხზე საკუთარი ეპატაჟური განცხადებების, გამო მუდამ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.

ამჯერად მან გადაცემა „დღის პოსტი“ სტუმრობისას სიყვარულისა და ოჯახის შესახებ ისაუბრა.

„ძველი თაობისგან განსხვავებით, ახალგაზრდობა პარტნიორის ჯიბეში აღარ იყურება და თუ საწოლში დალაგებულია სიტუაცია, ყველაფერი კარგადაა. ურთიერთობაში ვნებაა გადამწყვეტი და არა სიყვარული..მქონია ურთიერთობა სიყვარულის გარეშე“, - ამბობს პაატა თედიაშვილი.

პაატას აზრი სიყვარულთან დაკავშირებით საზოგადოებას მუდამ აინტერესებს, რადგან მან აღიარა რომ 600-მდე პარტნიორი ჰყავდა.

„ცოლი არ მინდა, შვილი მინდა.... სად შემიძლია, ყოველდღე ერთი და იმავესთან დავწვე“ - ამბობს პაატა თედიაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა