თეგებით ძიება

„ბუნებით მონადირე ვარ, არ მიყვარს პარტნიორისგან ყურადღება“ - პაატა თედიაშვილი

ბუნებით მონადირე ვარ, არ მიყვარს პარტნიორისგან ყურადღება, - ამის შესახებ პაატა თედიაშვილმა განაცხადა და განმარტა, როგორი ურთიერთობები იზიდავს.

"განსაკუთრებული ყურადღება არ მიყვარს. ბუნებით მონადირე ვარ, მიყვარს როცა მე რაღაცას მოვიპოვებ და ვიბრძვი ამისთვის. როცა ზედმეტი ყურადღება, ზარი მოდის, იქ ვიშლები ხოლმე მთლიანად. ვხვდები, რომ ეს ის არ არის, რაც მე მომავალში ლექსს, ან სიმღერას დამაწერინებს. მუდმივად უნდა ვიწვოდე და ვიფერფლებოდე იმისთვის, რომ ბედნიერად ვგრძნობდე თავს. 

იდეალური საძინებელი ოთახიც არ მომწონს, როცა ყველაფერი დალაგებულია... ამას მირჩევნია იყოს ორომტრიალი, განცდები, გაშორება, ისევ შერიგება.. რაღაცები მოსაწყენია, მდინარეც მოსაწყენია, როცა ერთი მიმართულებით მიდის და როცა უყურებ, არ აკეთებს ხვეულს, სადღაც შედი-გამოდის, ლანდშაფტს არ ცვლის, მოსაყენია. სწორი გზაც მოსაყენია,“ - თქვა პაატა თედიაშვილმა „დღის პოსტში“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა