თეგებით ძიება

"ანუ ამას ვეძახით საზოგადოების გამარჯვებას? მევახშეს ამოვაღებინეთ ფული როგორც მივხვდი“ - რას წერს დათო ლიკლიკაძე?

23 იანვარს კეკელიძის პირველ ნომერში ხმაური და დაპირისპირებაა იყო, სადაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ხატიაშვილების ოჯახი გამოასახლა.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, დათო ლიკლიკაძე ეხმაურება. 

"გუშინ დავპოსტე და დღესაც მაინტერესებს:

ხატიაშვილებმა და მევახშემ საქმე მოაკვარახჭინეს ( 70 000 დოლარი სახლში ქონია იმ ოჯახს, მევახშე ითხოვს კიდევ 20 000 დოლარს, რომელსაც ხალხი აუგროვებსო), ანუ ამას ვეძახით საზოგადოების გამარჯვებას? მევახშეს ამოვაღებინეთ ფული როგორც მივხვდი. 

და ვინმემ მოიკითხა არტისტი გიორგი ხასაია? და მეორე ახალგაზრდა კიდე.

გიორგი ხასაიას 11 წლის შვილი ელოდება სახლში მეორე დღეა. დედა ვერ ეუბნება რომ მამამისი დაჭერილია.

ანუ გიორგი ხასაია თუ სწორად მივხვდი შეეწირა ამათ "მოკვარახჭინების" ამბავს ხომ?", - წერს ჟურნალისტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა