თურქული სამხედრო თვითმფრინავი ტექნიკური გაუმართაობის გამო ავარიულად დაჯდა
თურქული სამხედრო თვითმფრინავი ტექნიკური გაუმართაობის გამო ავარიულად დაჯდა. ხარვეზი პროვინცია ქაისერის თავზე ფრენისას გამოვლინდა, რის გამოც ეკიპაჟი იძულებული გახდა, თვითმფრინავი დასახლების თავზე მაქსიმალურად დაბალ სიმაღლეზე დაეწია.
ავარიული დაჯდომისას ლაინერი მსუბუქად დაზიანდა. ბორტზე მყოფები არ დაშავებულან. ინციდენტის მიზეზს სპეციალისტები იკვლევენ.