სენაკში, ბანკში დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა
სენაკში "საქართველოს ბანკში" დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა და მოქალაქეს ჩანთა გასტაცა.მან გაქცევა და მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ ბანკიდან რამდენიმე მეტრში დააკავა. ამოღებულია ჩანთაც და სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც.
ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.