თეგებით ძიება

კეკელიძეზე დაკავებულთა ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს

კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ოჯახის გამოსახლებისას დაკავებულ აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს აღმკვეთი ღონიძისძიების შეცვლის მოთხოვნით მიმართეს. ინფორმაციას ტაბულას ადვოკატი გურო იმნაძე უდასტურებს.

ხასაიასა და ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 25 იანვარს შეეფარდათ. სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 

აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. ბრალდება 3-დან და 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა