იორდანიაში თავდასხმა, რომლის შედეგადაც სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ჯო ბაიდენის სისუსტისა და დანებების შედეგია - დონალდ ტრამპი
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი იორდანიაში თავდასხმას ეხმაურება და ამბობს, აღნიშნული ფაქტი ჯო ბაიდენის სისუსტისა და დანებების შედეგია. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს.
”დრონის თავდასხმა აშშ-ს სამხედრო ინსტალაციაზე იორდანიაში, რის შედეგადაც დაიღუპა 3 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და დაიჭრა მრავალი სხვა, ამერიკისთვის საშინელი დღეა. ჩემი ყველაზე ღრმა თანაგრძნობა იმ მამაცი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს, რომლებიც დავკარგეთ“, - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპი ამბობს,რომ აშშ ვერ გადარჩება თუ ბაიდენი მის მთავარსარდლად დარჩება და მოქმედ პრეზიდენტს სუსტი უწოდა.
იორდანიაში დრონებით თავდასხმის შედეგად 3 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. ხოლო 25 დაშავდა.