ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანის ხელწერის ზუსტად გამეორება შეძლო
საუდის არაბეთის ხელოვნური ინტელექტის უნივერსიტეტის (MBZUAI) სპეციალისტებმა წარმოადგინეს ინოვაციური ტექნოლოგია, რომელსაც ადამიანის ხელწერის ზუსტი გამეორება შეუძლია.
ადამიანის ხელწერის ზუსტი ასლის შესაქმნელად ახალი ტექნოლოგიისთვის წერილობითი ტექსტიდან რამდენიმე სიტყვაც საკმარისია. ტექნოლოგიის საფუძველი ტრანსფორმატორის მოდელია - ესაა ნეირონული ქსელის ტიპი, რომელიც მონაცემებისა და მნიშვნელობის გაანალიზებისთვის შეიქმნა.
აშშ-ს საპატენტო და სასაქონლო ნიშნების ოფისმა (USPTO) MBZUAI-ის გუნდს, რომელსაც თავი მსოფლიოში პირველ ხელოვნური ინტელექტის უნივერსიტეტად მიაჩნია, ხელოვნური ინტელექტის სისტემისთვის პატენტი მიანიჭა.
ამ ინოვაციური სისტემის გამოყენება შესაძლებელია ავთენტიფიკაციის სფეროში, რადგან ის ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების საზღვრებს მნიშვნელოვნად აფართოებს.
წყარო : funtime