თეგებით ძიება

"ლელოს" მზად აქვს გეგმა, როგორ შევასრულებთ ცხრავე რეკომენდაციას უნაკლოდ, ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ წელიწადში! - ანა ნაცვლიშვილი

"ლელოს" მზად აქვს გეგმა, როგორ შევასრულებთ ცხრავე რეკომენდაციას უნაკლოდ, ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ წელიწადში! ეს არის 9 ნაბიჯი ევროპისკენ! ამ გეგმას ხვალ 15:00 საათზე პარლამენტში გავასაჯაროვებთ....

ქართულმა ოცნებამ 18 თვე და მილიონობით ლარი დახარჯა არა რეფორმების გატარებაში, არამედ ევროპის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიაში. ახლაც იგივეს ცდილობს პროცესის დისკრედიტაციას, დროის გაწელვას და 9 პუნქტის ჩაგდებას. ქართულ ოცნებას არ მივყავართ ევროპისკენ, იმიტომ, რომ რუსეთს ემსახურება. - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტში "ლელოს" წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. 

"ჩვენ მოგვეცა ისტორიული შანსი. ამ შანსს უნდა მოვეკიდოთ სრული პასუხისმგებლობით, ახლა არ არის პროცესის შენელების და დამუხრუჭების დრო. საჭიროა სწრაფი წინსვლა ევროკავშირისკენ და არა საქართველოს დაბრუნება რუსულ ორბიტაზე.

ასეთი შანსი საუკუნეში ერთხელ ჩნდება. საქართველოს სჭირდება პარტია, რომელიც რუსულ კანონს კი არ იღებს, რომელიც ანტიევროპულ კამპანიით კი არა, ევროპული რეფორმებით დაკავდება, საქმეს გააკეთებს. ამ რეფორმების გატარება არ არის რთული, როცა გინდა, ოცნებას არ უნდა და ამიტომ არ აქვთ რეალური გეგმა და მიზანი მათი განხორციელების, მათი გეგმა რუსეთია. ჩვენი გეგმა საქართველოა.

გელოდებით ხვალ 15:00 საათზე ჩვენი 9 ნაბიჯის პრეზენტაციაზე!" - განაცხადა ანა ნაცვლიშვილიმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა