თეგებით ძიება

ოდნავ ობიექტურად მაინც თუ ვინმე ფიქრობს ამ ქვეყანაში, ასეთია უამრავი ადამიანი და თუ ვინმე ერკვევა ელემენტარულად ეკონომიკაში, ყველა ხედავს საქართველოს პროგრესს - მამუკა მდინარაძე

ოდნავ ობიექტურად მაინც თუ ვინმე ფიქრობს ამ ქვეყანაში, ასეთია უამრავი ადამიანი და თუ ვინმე ერკვევა ელემენტარულად ეკონომიკაში, ყველა ხედავს საქართველოს პროგრესს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

„ოდნავ ობიექტურად მაინც თუ ვინმე ფიქრობს ამ ქვეყანაში და ასეთია უამრავი ადამიანი და თუ ვინმე ერკვევა ელემენტარულად ეკონომიკაში, ყველა ხედავს საქართველოს პროგრესს. ჩვენ შეიძლება სუბიექტურები ვიყოთ, ბუნებრივია, ყველა ხელისუფლება ამბობს, რომ რაღაც არის კარგად და ოპოზიცია ამბობს, რომ ცუდად არის და ა.შ. ობიექტური შემფასებლები ხომ არიან მაგალითად სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ორგანიზაციები, რომლებიც ობიექტურ კვლევებს დებენ. მათი შეფასებების თანახმად, საქართველომ განიცადა ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი. ყველაზე მნიშვნელოვანი ირაკლი კობახიძის დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში იცით რა იყო? - მოგვეცა იმის საშუალება, რომ შევადაროთ ჩვენი ეკონომიკური მონაცემები და პარამეტრები ევროპულ ქვეყნებს. საშუალო სტატისტიკური ეკონომიკის ქვეყნებს ეკონომიკური მაჩვენებლებით ვუახლოვდებით და ეს გვაძლევს იმედის საფუძველს, რომ განვითარების ამ დინამიკით და თუ მეტს შევძლებთ, კიდევ უკეთესი, მათ დონეს, ეკონომიკის თვალსაზრისით გავუტოლდებით“, - აღნიშნა მდინარაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა