„კობახიძის დანიშვნა ოლიგარქის მხრიდან ქართველი ხალხის დაცინვის მორიგი აქტია“ - მიხეილ სააკაშვილი
ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ქართულ ოცნებაში“ განხორციელებულ სამთავრობო ცვლილებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
„კობახიძის დანიშვნა ოლიგარქის მხრიდან ქართველი ხალხის დაცინვის მორიგი აქტია.
მაგიდის გარშემო სკამების კარუსელი საერთოდ არაფერს ცვლის რიგითი ქართველისთვის:
დედები ისევ გააგრძელებენ უთანასწორო ბრძოლას შვილებისთვის ლუკმის მოსაპოვებლად;
სტუდენტები ისევ ვერ დასაქმდებიან მიღებული პროფესიის მიხედვით;
ბებიების და ბაბუებისთვის ერთადერთ გულისგამახარებელ ფაქტად დარჩება საერთაშორისო ზარები უცხოეთში გადახვეწილი შვილებისგან და შვილიშვილებისგან.
ამ ბანდის ერთადერთი მიზანი ბიძინას შემდგომი გამდიდრება და ხელისუფლების განმტკიცებაა. მათ ხალხის ბედი საერთოდ არ ანაღვლებთ.“