თეგებით ძიება
30. 01. 2024 მსოფლიო

რომელია მსოფლიოს ყველაზე კორუმპირებული 10 ქვეყანა

„კორუფციის აღქმის ინდექსი“ მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოყენებული კორუფციის გლობალური რეიტინგია. ის ზომავს თითოეული ქვეყნის საჯარო სექტორის კორუმპირებულობის დონეს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასებას შეიცავს.

2023 წლის ინდექსისი მიხედვით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა აქვს. რეიტინგის მიხედვით, სომხეთის აქვს 47 ქულა, რუსეთს - 26 ქულა, აზერბაიჯანს - 23 ქულა, თურქეთს კი 34 ქულა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, მსოფლიოს ყველაზე კორუმპირებული ქვეყნების რეიტინგს:

სომალი - 11 ქულა;

ვენესუელა - 13 ქულა;

სირია - 13 ქულა;

სამხრეთ სუდანი - 13 ქულა;

იემენი - 16 ქულა;

ნიკარაგუა - 17 ქულა;

ჩრდილოეთ კორეა - 17 ქულა;

ჰაიტი - 17 ქულა;

ეკვატორული გვინეა - 17 ქულა;

თურქმენეთი - 18 ქულა.

რაც შეეხება ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყნების ხუთეულს, ასე გამოიყურება დანია - (90 ქულა); ფინეთი (87 ქულა); ახალი ზელანდია (85 ქულა), ნორვეგია (84 ქულა) და სინგაპური (83 ქულა).

წყარო : bpn.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა