თეგებით ძიება
30. 01. 2024 მსოფლიო

მოსკოვი ახალ იარაღს კურილის კუნძულებზე განათავსებს - დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ მოსკოვი ახალ იარაღს კურილის კუნძულებზე განათავსებს. 

"ჩვენ სულ ფეხებზე გვკიდია "იაპონელი ხალხის გრძნობები" ე.წ. ჩრდილოეთის ტერიტორიებზე. ეს არ არის "სადავო ტერიტორიები", ეს რუსეთია, კურილის კუნძულები აქტიურად განვითარდება და ამავე დროს გაიზრდება მათი სტრატეგიული როლი, მათ შორის ახალი იარაღის განლაგება იქ", - დაწერა მედვედევმა VKontakte-ზე". – თქვა მედვედევმა.

ცოტა ხნით ადრე იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კისიდამ თქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დარეგულირება მშვიდობიანი შეთანხმების ხარჯზეა შესაძლებელი. 

სამხრეთ კურილის კუნძულები, რომლებსაც იაპონია ჩრდილოეთის ტერიტორიებს უწოდებს, მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა სამხედროების მიერ ამ მიწების დაკავების შემდეგ, რუსეთსა და იაპონიას შორის სადავოა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა