„ჩემს სამივე ცოლთან და სამივე სიდედრთან იდეალური ურთიერთობა მაქვს…“ - რას ამბობს გია ჯაჯანიძე?
გია ჯაჯანიძე „დღის პოსტს“ ესტუმრა და ისაუბრა სასიყვარულო ურთიერთობებზე, მათ შორის – საკუთარზეც.
"როცა ყოფილა დაშორება, ამიხსნია და აუხსნია. სამივე სიდედრთან ვარ იდეალურად, მოკითხვებით, დაბადების დღეების მოლოცვა, მეუღლეებთან… არ მყავს ადამიანი, ვისაც არ ველაპარაკები… მათაც მე ვეხმარებოდი ძალიან. ვსაუბრობდით, ბევრ მაგალითს ვუყვებოდი. ეს მაგალითები საიდან მომდიოდა, არ ვიცი, ეტყობა, სიმწრით ვაკეთებდი ამას, რომ განშორება არ ყოფილიყო მტკივნეული. ჩემი პირველი ცოლი მირეკავს და მიყვება ჩვენს შვილიშვილებზე, ვმეგობრობთ… მე მაქვს კარგი ნებისყოფა, მოგითმენ, დაგაცდი…“, - განაცხადა გია ჯაჯანიძემ.