ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 31 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6818 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6827 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9044 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9080 ლარს შეადგენდა.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულებაც 0.0883 ლარია.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 1-ელ თებერვალს შევა ძალაში.