თეგებით ძიება
01. 02. 2024 მსოფლიო

გაფიცვის გამო გერმანიის აეროპორტებში 1000-ზე მეტი რეისი გაუქმდა

გერმანიის 11 აეროპორტში გაფიცვის გამო დღეს 1100 რეისი გაუქმდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამ გზით პროფკავშირი Ver.di აეროპორტების თანამშრომლებისთვის ხელფასების მომატების მიღწევას ცდილობს. ერთდღიანი გაფიცვა 200 ათასამდე მგზავრს დააზარალებს. მასში ჩართულია ფრანკფურტის, ჰამბურგის, ბერლინის, დიუსელდორფის, კიოლნის, შტუტგარტის, ბრემენის, ჰანოვერის, ლაიფციგის, დრეზდენისა და ერფურტის აეროპორტები.

მიუნხენისა და ნიურნბერგის აეროპორტებს გაფიცვა არ შეეხო, თუმცა იქ ზემოთჩამოთვლილი ქალაქების მიმართულებით დანიშნული რეისები გაუქმდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა