თეგებით ძიება

რა გაიაფდა ყველაზე მეტად საქართველოში? - ჩამონათვალი

2024 წლის იანვარში საქართველოში ინფლაციის წლიური დონე 0% იყო, რაც ბოლო რვა წლის განმავლობაში ქვეყანაში ინფლაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ინფლაციის ასეთი მაჩვენებელი უმსხვილეს სამომხმარებლო ჯგუფებში წლიურ ჭრილში ფასების შემცირებას უკავშირდება. საქსტატი ინფლაციას 304 საქონლისა და მომსახურებისგან შემდგარი სამომხმარებლო კალათის ფასების ყოველთვიური გამოკვლევით ითვლის. ამ სამომხმარებლო კალათაში შედის როგორც მოკლევადიანი მოხმარების საქონელი (მაგალითად სურსათი), ასევე გრძელვადიანი მოხმარების საყოფაცხოვრებო საქონელი, ასევე დასვენების, ტურიზმის და სხვა მომსახურებების ფასები.

 

მათი მიხედვით, 2024 წლის იანვარში წინა წელთან შედარებით ფასები ყველაზე მეტად შემდეგ პროდუქტებსა და მომსახურებებზე შემცირდა:

წიწიბურა - -40%;

კარტოფილი - -37%;

ანტიბიოტიკები - -36%;

მზესუმზირის ზეთი - -26%;

საშინაო ფეხსაცმელი კაცის - -23%;

ტელევიზორი - -22%;

კომპიუტერი - -20%;

ხახვი - -19%;

მარგარინი - -19%;

ნათურა - -18%.

საქონელი და მომსახურება, რომელიც წინა წელთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა

ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება - 57%;

ყურძენი- 56%;

ატამი - 46%;

ქლიავი - 38%;

მსხალი - 31%;

ავტომობილის რეცხვის გადასახდელი - 30%;

საბანკო მომსახურების საკომისიოს ღირებულება - 27%;

მღებავის მომსახურება - 26%;

წიწაკა - 25%;

კივი - 24%.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა