ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6688 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6771 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9042 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8902 ლარს შეადგენდა.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულებაც 0.0876 ლარია.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 3 თებერვალს შევა ძალაში.