თეგებით ძიება

ავტომობილის რეცხვა, სტომატოლოგი, სანტექნიკოსი - რომელი მომსახურება გაძვირდა იანვარში ყველაზე მეტად?

2024 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონე 0.3%, წლიური ინფლაციის დონე კი ნულოვანი იყო. ამის შესახებ საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, 2024 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.2%-ით განისაზღვრა.

ამავე მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მომსახურებებს შორის ყველაზე მეტად გაძვირდა ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება, ასევე, ავტომობილის რეცხვის გადასახდელი და საბანკო მომსახურების ღირებულება.

უფრო დეტალურად, გთავაზობთ იანვარში ყველაზე გაძვირებული მომსახურებების ჩამონათვალს:

ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება - 56,6%

ავტომობილის რეცხვის გადასახდელი - 29,6%

საბანკო მომსახურების ღირებულება - 26,6%

მღებავის მომსახურება - 26,4%

სანტექნიკოსის მომსახურება - 17,4%

მამაკაცის ტანსაცმლის გადაკეთება - 16,1%

ძიძის მომსახურების ღირებულება - 11,5%

სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) – 9,5%

გასართობი ცენტრის მომსახურების ღირებულება - 8,9%

ქალის თმის დავარცხნა - 8,6%

წყარო: ბიზნესპრესნიუსი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა