თეგებით ძიება

"საქართველოში 277 ადამიანი, ხელფასის სახით, თვეში ნახევარ მილიონამდე ლარს იღებს, ხოლო 12 500 ადამიანი თვეში - 100 ლარზე ნაკლებს" - ვინ არიან ისინი?

ორი დღის წინ, ფონ­დი „სა­ფა­რის“ დი­რექ­ტორ­მა ბაია პა­ტა­რა­ი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ ერთ-ერთ შეხ­ვედ­რა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პროფ­კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე რა­ი­სა ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში 277 ადა­მი­ა­ნის თვი­უ­რი ხელ­ფა­სი ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ლა­რია.

სტატ­სუსს მო­სახ­ლო­ე­ბის მხრი­დან სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვა. მათ­მა ნა­წილ­მა ვერ და­ი­ჯე­რა, რომ არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა თვი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი ამ­ხე­ლა თან­ხას აღ­წევს.

ვინ არი­ან ისი­ნი, რო­მელ სექ­ტორ­ში არი­ან და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი და რო­გო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სი, ამ კი­თხვე­ბით ambebi.ge -მ რა­ი­სა ლი­პარ­ტე­ლი­ანს მივ­მარ­თა.

- რა­ი­სა, ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში 277 ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის თვი­უ­რი ხელ­ფა­სიც, სა­შუ­ა­ლოდ, ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ლა­რია?

13:52 / 03-02-2024

"საქართველოში 277 ადამიანი, ხელფასის სახით, თვეში ნახევარ მილიონამდე ლარს იღებს, ხოლო 12 500 ადამიანი თვეში - 100 ლარზე ნაკლებს" - ვინ არიან ისინი?

ორი დღის წინ, ფონ­დი „სა­ფა­რის“ დი­რექ­ტორ­მა ბაია პა­ტა­რა­ი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ ერთ-ერთ შეხ­ვედ­რა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პროფ­კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე რა­ი­სა ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში 277 ადა­მი­ა­ნის თვი­უ­რი ხელ­ფა­სი ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ლა­რია.

სტატ­სუსს მო­სახ­ლო­ე­ბის მხრი­დან სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვა. მათ­მა ნა­წილ­მა ვერ და­ი­ჯე­რა, რომ არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა თვი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი ამ­ხე­ლა თან­ხას აღ­წევს.

ვინ არი­ან ისი­ნი, რო­მელ სექ­ტორ­ში არი­ან და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი და რო­გო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სი, ამ კი­თხვე­ბით რა­ი­სა ლი­პარ­ტე­ლი­ანს მივ­მარ­თეთ

- რა­ი­სა, ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში 277 ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის თვი­უ­რი ხელ­ფა­სიც, სა­შუ­ა­ლოდ, ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ლა­რია?

- დიახ, ახლა გვაწ­ვდის ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო მო­ნა­ცე­მებს, სა­დაც ასე­ვე გვაქვს გრა­და­ცია, რამ­დენ ადა­მი­ანს აქვს 100-500 ლა­რამ­დე ხელ­ფა­სი და მეტი. ამ კონ­ტი­გენ­ტში 277 ადა­მი­ა­ნის სა­ერ­თო სა­ხელ­ფა­სო ფონ­დია მი­თი­თე­ბუ­ლი, სა­შუ­ა­ლოს თუ გა­მო­ვიყ­ვანთ, გა­მო­დის, ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ლარი თვე­ში. მა­გა­ლი­თად, შარ­შან დე­კემ­ბრის მო­ნა­ცე­მი რომ ვნა­ხოთ, 493 ადა­მი­ა­ნია, ვი­საც თვე­ში 350 ათა­სი ლარი ჰქონ­და სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი. ამ ციფ­რებ­ში ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტის­ტი­კა ჩანს, ეს არის რე­ა­ლუ­რად იმის პა­სუ­ხი, რო­დე­საც ქვეყ­ნდე­ბა მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ გვაქვს ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა და სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი იმა­ტებს. რა­ტომ ვერ გრძნობს ამას ხალ­ხი და სი­ნამ­დვი­ლე­ში პა­სუ­ხი არის ეს.

გუ­შინ ბაია პა­ტა­რა­ი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა ამ თე­მა­ზე. ჩვენ ერთ-ერთ შეხ­ვედ­რა­ზე ვი­ყა­ვით და იქ ვი­სა­უბ­რე. თო­რემ იქამ­დე ქარ­დე­ბიც დავ­დეთ ჩვენს გვერ­დზე, ვცდი­ლობ­დით, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მიგ­ვე­პყრო.

შარ­შან ოქ­ტომ­ბერ­ში მი­ნი­მა­ლურ სა­ხელ­ფა­სო სარ­გო­ზე შე­ვი­ტა­ნეთ ინი­ცი­ა­ტი­ვა, სა­დაც ფი­ნან­სუ­რი გათ­ვლე­ბი გვაქვს. ჩვენ ვამ­ბობთ, რომ თუ არ­სე­ბუ­ლი სა­ხელ­ფა­სო ფონ­დე­ბი სა­მარ­თლი­ა­ნად და თა­ნაბ­რად გა­ნა­წილ­დე­ბა, ეს მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბის გამო კერ­ძო ბიზ­ნეს­სა თუ სა­ჯა­რო სექ­ტორს არ მო­უ­წი­ოს და­მა­ტე­ბი­თი ხარ­ჯე­ბის გა­ღე­ბა.

- ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები, ვისაც ნახევარ მილიონამდე აქვთ ხელფასი, რომელ სექტორებში არიან დასაქმებულები?

- ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა, მაგრამ სახელმწიფოს რა თქმა უნდა, ექნება ეს მონაცემები. ზოგადად, კერძო და საჯარო სექტორი პირობითია. როდესაც საჯაროს ვახსენებთ, ყველას წარმოუდგენია, რომ საუბარია მხოლოდ პარლამენტსა და მთავრობაზე. სინამდვილეში საბიუჯეტო უდიდესი სეგმენტია, მაგალითად რკინიგზა, ფოსტა, აქ დირექტორებს და მენეჯმენტის ნაწილს კოლოსალური ხელფასები აქვთ. იგივე ხდება აიპებში, სიპებში... იმის თქმა მინდა, რომ არ ნიშნავს იმას, რომ მარტო კერძო სექტორის არის ეს მონაცემები.

- შესაძლოა რომელიმე მსხვილი კერძო კომპანიის დირექტორს ჰქონდეს ეს ხელფასი, უბრალოდ, მან დაუნიშნოს საკუთარი თავს?

- არ არის გამორიცხული. იმიტომ რომ, რაც ცხადად შეგვიძლია ვთქვათ, ეს არ არის ბიზნესის შემოსავალი, ეს არის ფიზიკური პირის შემოსავალი და მაღალი ალბათობით, აქ ხვდებიან სწორედ ასეთი ადამიანები, ხელმძღვანელი პირები, რომლებიც დასაქმებულები არიან სხვადასხვა სფეროში.

- კოვიდამდე ნახევარი მილიონ ლარამდე ხელფასი მხოლოდ 88 ადამიანს ჰქონდა, თუმცა ეს ციფრი ახლა რამდენიმეჯერ გაზრდილია. არადა გვესმის, რომ პანდემიის შემდეგ ხალხი გაღარიბდა, დაიდეს ვალები, დაკარგეს სამსახურები, დაზარალდა ბიზნესი...

- ეს არის მთელი პრობლემა, რომ ჩვენს ქვეყანაში არ გვაქვს სახელფასო პოლიტიკის მექანიზმი. ეს გახლვათ: სახელფასო პოლიტიკა, მარეგულირებელი და ჩამკეტი მექანიზმები, რომლებიც არ მისცემს ბიზსნესს საშუალებას, დამსაქმებელს ჰქონდეს 200 და 300-ჯერ მეტი ხელფასი ვიდრე ქვედა რგოლს. ყოველთვის, როდესაც კრიზისები წარმოიქმნება, როგორც კოვიდის შემთხვევაში, ეს კიდევ უფრო აღრმავებს უთანასწორობას. ჩვენი ქვეყანა უთანასწორობის მაჩვენებლით ბოლო პოზიციაზეა, ამიტომ არ არის გასაკვირი.

განაგრძეთ კითხვა


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა