თეგებით ძიება

რატომ ვერ იმატებს ზოგი ადამიანი წონაში - ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას რეკომენდაციები

ზედ­მე­ტი წონა რომ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა, ამა­ზე არა­ერ­თხელ გვი­სა­უბ­რია, მაგ­რამ ახლა ამის სა­პი­რის­პი­როს თე­მას შე­ვე­ხე­ბით - რო­დე­საც ადა­მი­ანს წო­ნის დაკ­ლე­ბა კი არა, პი­რი­ქით, მო­მა­ტე­ბა სურს და იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ კარ­გად იკ­ვე­ბე­ბა, კი­ლოგ­რამ­საც ვერ იმა­ტებს.

რას­თან გვაქვს ამ შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე და რა უნდა გა­ა­კე­თოს ადა­მი­ან­მა, რომ პრობ­ლე­მა დაძ­ლი­ოს. ამბები.ჯი-სთან ინტრვიუში ექი­მი-ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ლაშა უჩა­ვა საუბრობს:

- რო­დე­საც საკ­ვე­ბის გარ­კვე­ულ რა­ო­დე­ნო­ბას ვი­ღებთ, ორ­გა­ნიზ­მში მე­ტა­ბო­ლიზ­მი აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს და ეს კა­ლო­რა­ჟი ჩვენს კი­ლოგ­რა­მებ­ზე არ აი­სა­ხე­ბა. ეს ერ­თის მხრივ კარ­გია, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, არ არის მარ­ტი­ვი სა­კი­თხი. მოკ­ლედ, თუ ასეთ წო­ნა­ზე ვსა­უბ­რობთ, ეს პა­თო­ლო­გი­აა. კი, თუ სი­მაღ­ლეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში წონა არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რია, ამ შემ­თხვე­ვა­ში, პრობ­ლე­მა გვაქვს ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლას­თან.

ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის პირ­ვე­ლი პა­თო­ლო­გი­უ­რი ცვლი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტი­დან იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი, რო­დე­საც კუჭ-ნაწ­ლავ­ში არ ხდე­ბა მი­ნე­რა­ლე­ბის, ვი­ტა­მი­ნე­ბის, მიკ­რო და მაკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბის, ცი­ლის ადეკ­ვა­ტუ­რი შე­წო­ვა. ეს ორ­გა­ნიზ­მში კუნ­თო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის ზრდა­ზე მოქ­მე­დებს. აქ ისეთ პა­თო­ლო­გი­ას­თან გვაქვს საქ­მე, რაც კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის შე­წო­ვა და მო­ნე­ლე­ბაა - მას ცე­ლი­ა­კია ჰქვია.

წო­ნა­ში არ მო­მა­ტე­ბა შე­იძ­ლე­ბა ენ­დოკ­რი­ნულ პრობ­ლე­მას­თან იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, კერ­ძოდ, თი­რე­ო­ტოქ­სი­კოზ­თან. ასეთ დროს წო­ნის კლე­ბა უნებ­ლი­ედ ხდე­ბა და სი­გამ­ხდრემ­დე მივ­დი­ვართ, რაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის პა­თო­ლო­გი­ამ, რო­მელ­საც თი­რე­ო­ტოქ­სი­კო­ზი ჰქვია, ე.წ. შხა­მი­ა­ნი ჩიყ­ვი. ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ტოქ­სი­კუ­რი ჩიყ­ვი ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ჰი­პერ­ფუნ­ქცი­ა­ზე მე­ტყვე­ლებს, ანუ ზედ­მე­ტი ჰორ­მო­ნი გა­მო­ი­ყო­ფა.

- ზედ­მე­ტი ჰორ­მო­ნის გა­მო­ყო­ფა ყო­ველ­თვის შხა­მი­ან ჩიყვს ნიშ­ნავს?

- დიახ, ყო­ველ­თვის ტოქ­სი­კუ­რია და ორ­გა­ნიზ­მის­თვის მავ­ნე­ბე­ლია.

- სი­გამ­ხდრის მი­ზე­ზი კი­დევ რა შე­იძ­ლე­ბა იყოს?

- შე­საძ­ლე­ბე­ლია ის გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს ანო­რექ­სია-ნევ­რო­ზით, რო­მე­ლიც უფრო ფსი­ქო-ემო­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბაა და ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­ა­ში ნა­წი­ლობ­რივ გა­ნი­ხი­ლე­ბა, მხო­ლოდ კვე­ბი­თი ფუნ­ქცი­ის მო­წეს­რი­გე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს, და­ნარ­ჩე­ნი, ძი­რი­თა­დი პა­თო­ლო­გი­ის გან­კურ­ნე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ფსი­ქო­ნევ­რო­ლო­გე­ბი არი­ან.

- რას უნდა მი­ექ­ცეს ყუ­რა­დღე­ბა?

- პირ­ველ ეტაპ­ზე უნდა მოხ­დეს დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა, რომ დად­გინ­დეს, რას­თან გვაქვს საქ­მე, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც შემ­დგომ­ში შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა უნდა და­ი­წყოს.

ძი­რი­თად შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც პრობ­ლე­მა სი­გამ­ხდრეს­თან გვაქვს, უმე­ტე­სად, ეს არას­წო­რი კვე­ბის რე­ჟიმ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვცდი­ლობთ, სწო­რად ვიკ­ვე­ბოთ და გვგო­ნია, რომ სწო­რად ვიკ­ვე­ბე­ბით, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ორ­გა­ნიზ­მში ვერ შე­დის ჩვენ­თვის სა­ყუ­ა­თო მიკ­რო და მაკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი, რაც კუნ­თო­ვა­ნი მა­სის გაზ­რდის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

მა­შინ, რო­დე­საც პა­ცი­ენტს წო­ნის მო­მა­ტე­ბა უნდა, ისე­ვე რო­გორც წო­ნის კლე­ბი­სას, სწო­რი მკურ­ნა­ლო­ბა მხო­ლოდ ჯან­სა­ღი, სწო­რი კვე­ბაა, ანუ რო­დე­საც ორ­გა­ნიზ­მში შე­დის - მიკ­რო, მაკ­რო ელე­მენ­ტე­ბი, ცი­ლე­ბი, ნახ­შირ­წყლე­ბი, ცხი­მე­ბი და ვი­ტა­მი­ნე­ბი...

- თუ მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტია?

- თუ რო­მე­ლი­მე მიკ­რო-მაკ­რო ელე­მენ­ტის, ან ვი­ტა­მი­ნის მკვეთ­რი დე­ფი­ცი­ტია, ამ შემ­თხვე­ვა­ში მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა ერ­თვე­ბა.

- პრე­ვენ­ცია რა არის?

- ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ეს არის ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი, რაც მო­ი­ცავს რო­გორც ჯან­საღ კვე­ბას, ასე­ვე ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბას, რო­გორც წო­ნის მა­ტე­ბი­სას, ასე­ვე წო­ნის კლე­ბი­სას. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა სწორ კვე­ბას­თან ერ­თად, ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბას, ვი­ნა­ი­დან ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია კუნ­თო­ვა­ნი მა­სის გაზ­რდის­თვის. ამ დროს რა­ცი­ონ­ში ცი­ლო­ვა­ნი პრო­დუქ­ტე­ბი მე­ტად უნდა იყოს ჩარ­თუ­ლი, რათა კუნ­თო­ვა­ნი მა­სის გაზ­რდა­ზე ვი­მუ­შა­ვოთ და არა ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის გაზ­რდა­ზე.

- გა­მოკ­ვლე­ვი­სა და დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის გა­რე­შე დი­ე­ტის და­წყე­ბა რამ­დე­ნად სწო­რია?

- თუ არის პრობ­ლე­მა და არ ხდე­ბა დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა, ეს და­უშ­ვე­ბე­ლია. ასე რომ, დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის გა­რე­შე ჩემ­თვის ყო­ველ­გვა­რი მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბა, ან გარ­კვე­უ­ლი კვე­ბის რე­ჟი­მის შე­მუ­შა­ვე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია.

- ზო­გა­დად რა იწ­ვევს ასეთ დის­ბა­ლანსს?

- რაც უკვე ვთქვით, ისევ და ისევ საკ­ვე­ბი რა­ცი­ო­ნი, როცა ვი­ღებთ ისეთ საკ­ვებს, რომ არ ვი­ცით, მისი შე­მად­გენ­ლო­ბა, ანუ ჩვენ­ვე ვართ ამ ყვე­ლაფ­რის მი­ზე­ზი. ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი რო­გორც წო­ნის მა­ტე­ბა, ასე­ვე - კლე­ბა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა