"ბავშვი დეკლარაციაში მოხსენიებულია, როგორც ჟასმინ იასკო მიხაილოვნა" - რას წერს უკრაინული მედია სააკაშვილის შვილზე?
უკრაინული მედია წერს, რომ რადას დეპუტატმა ელიზავეტა იასკომ 2022 წლის ქონებრივი დეკლარაცია შეავსო. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო 2021 წლის შემდეგ დეპუტატებს დეკლარაცია არ შეუვსიათ.
როგორც informator.ua წერს, იასკომ მიუთითა, რომ ის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ცხოვრობს, მაგრამ სახალხო დეპუტატის ქალიშვილს დედის გვარი აქვს. ბავშვი დეკლარაციაში მოხსეინიებულია, როგორც ჟასმინ იასკო მიხაილოვნა.
ქართველი და უკრაინელი პოლიტიკოსების რომანის შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ 2020 წელს გახდა, ხოლო 2023 წლის ზაფხულში იასკომ განაცხადა, რომ მას შვილი მიხეილ სააკაშვილისგან შეეძინა. გოგონას ფოტო მედიაში არ გავრცელებულა, როგორც მედია წერს, სააკაშვილის ახლობლებსაც კი არ უნახავთ ბავშვი.
"არც მე და არც დედაჩემს არ გვინახავს მიშასა და ლიზა იასკოს ქალიშვილი ჟასმინი. ვიცით, რომ გოგონა 2022 წლის გაზაფხულზე დაიბადა", - განუცხადა სააკაშვილის ძმამ დავითმა ინფორმატორს.
როგორც სახალხო დეპუტატმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილზე არ არის დაქორწინებული. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ცნობილია, რომ 2021 წლის ოქტომბრიდან გისოსებს მიღმაა. სამშობლოში ის ექვსწლიან პატიმრობას იხდის უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით.