თავისი ოჯახის წევრები გადაარჩინა და სამწუხაროდ თვითონ თავი ვერ დააღწია სტიქიას - აჭარაში მომხდარი ტრაგედიის დეტალები
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ აჭარაში სტიქიის მსხვერპლთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
„მინდა დავიწყო სამძიმრით იმ ადამიანების და მათი ოჯახების მიმართ, ვისზე ინფორმაციაც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. მაღალმთიან აჭარაში როგორც ამ ეტაპზე ვიცით, ორი გარდაცვლილი ადამიანი გვყავს - ერთი როგორც ცნობილია ჩვენთვის, პოლიციელის თანამშრომელია. როგორც გვეუბნებიან, მან თავისი ოჯახის წევრები გადაარჩინა და სამწუხაროდ თვითონ თავი ვერ დააღწია სტიქიას. დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად ბევრი დაზიანებული ობიექტია, დაზარალდნენ ადამიანები, მაგრამ განსაკუთრებით სამწუხაროა ის ფაქტი, რომ გარდაცვლილებზე ვრცელდება ინფორმაცია. ვიზიარებთ მწუხარებას“, - აღნიშნა მდინარაძემ.
აჭარაში სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში ჩამოწვა ზვავი და მოიყოლა ორი ადამიანი, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთ ადამიანი, მეორე კი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი.