თეგებით ძიება

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციის წევრები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ

პარლამენტის ცნობით, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციის წევრები საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში, ჩავიდნენ. მათ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ მოწყობილი ინფრასტრუქტურა ადგილზე დაათვალიერეს. მათთან ერთად იმყოფებოდა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია.

"საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა საოკუპაციო ხაზთან საკუთარი თვალით იხილეს რუსული ოკუპაციის შედეგები - უკანონო ინფრასტრუქტურა, ჩაკეტილი გადასასვლელები და ხელოვნური ბარიერები. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ჩამოსული ყველა სტუმარი, ყველა პარტნიორი ესტუმროს საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნოს თუ როგორია რუსული ოკუპაციის სასტიკი სახე და სად გადის ევროპული უსაფრთხოების წინა ხაზი. დღეს აქ ნანახი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ოკუპანტ სახელმწიფოზე ზეწოლის გაზრდის მიზნით, აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის გაძლიერება, რათა საქართველოს რეგიონების დეოკუპაცია მოხდეს და რუსეთმა საერთაშორისო სამართლით ნაკისრ ვალდებულებებს პატივი სცე," - ამბობს ბერაია.

ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციის წევრები საქართველოში ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმყოფებიან, რომელიც გუშინ, 5 თებერვალს, პირველად გაიმართა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა