თეგებით ძიება

ბიძინა ივანიშვილის ქონება რეკორდულ მაჩვენებელზეა - Bloomberg

ბიძინა ივანიშვილის ქონება რეკორდულ მაჩვენებელზეა. Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემებით, ქართველი მილიარდერის ქონება ამ დროისთვის 6,72 მლრდ დოლარს შეადგენს.

ამ მაჩვენებლით ის 381-ე ადგილზე იმყოფება.

ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, ივანიშვილის მდგომარეობის მაქსიმუმი 6,6 მლრდს შეადგენდა. ამ პერიოდიდან მისმა ქონებამ 25 მილიონით მოიმატა.

Bloomberg-ი წერს, რომ ივანიშვილმა ქონება რუსეთში 90-იან წლებში სხვადასხვა ბიზნესით გამოიმუშავა, მათ შორის: რკინის მადნის მწარმოებლების, ფოლადის ქარხნების, ბანკებისა და უძრავი ქონების კოლექციის აშენებით. მან თავისი აქტივების უმეტესი ნაწილი 2003-2006 წლებში გაყიდა, ხოლო დანარჩენი 2012 წლის ოქტომბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრად არჩევის წინა პერიოდში. თანამდებობა მან 2013 წელს დატოვა.

ცნობისათვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი ბიძინა ივანიშვილის ქონებას 2013 წლიდან აფასებს.

რაც შეეხება Forbes-ის რეიტინგს, აქ მისი ქონება 4,9 მლრდ დოლარით არის შეფასებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა