თეგებით ძიება

პაკისტანში აფეთქების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა პაკისტანში, ბალოჩისტანის პროვინციაში, სადაც 2 აფეთქება მოხდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პირველი აფეთქება, რომელსაც სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, ერთ-ერთი პოლიტიკოსის პარტიის ოფისში მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. მეორე აფეთქების დეტალები ზუსტდება.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ხვალ საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა