„არ მიკვირს რომ დღეს თინეიჯერს მითოლოგიად მიწოდებული საქართველოს ისტორიის სწავლა არ აინტერესებს. ეს განათლების სისტემის პრობლემაა და არა ამ თინეიჯერის“ - ჩერგოლეიშვილი
„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩე3რგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„იცოდე საიდან მოდიხარ, რა ძვრები უძღვოდა წინ შენს დაბადებას, და მაგალითად - ინტერნეტს, ზოგადი განათლების ნაწილია.
ზოგადი განათლება ცხოვრების ხარისხს გიუმჯობესებს იმ ნაწილში, რასაც უშუალოდ შენს პროფესიაში გაკეთებული ფულით ვერ იყიდი.
კესო ალბათ 10-11 წლის იქნებოდა, მოვიდა და საქართველოს ისტორიაზე დაიჩივლა - მითოლოგიას ჰგავს, სულ მეფეებზეა და მეფეები ღმერთები არიანო. საფრანგეთის ისტორიაში ვსწავლობთ ხალხი რას ჭამდა და რა ეცვა იმასაცო (ფრანგულ საერთაშორისო სკოლაშია).
მე არ მიკვირს რომ დღეს თინეიჯერს მითოლოგიად მიწოდებული საქართველოს ისტორიის სწავლა არ აინტერესებს.
ეს განათლების სისტემის პრობლემაა და არა ამ თინეიჯერის.“