"ღამიდან იმ ქალზე ფიქრს ვაგდებ, თვითმფრინავში რომ იჯდა და იცოდა, ქმარ-შვილი მიწაში ჰყავდა" - თამარ ჩერგოლეიშვილი ნერგეეთში მომხდარ ტრაგედიაზე
„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ნერგეეთში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და წერს, რომ ცდილობს თავი იმ ქალის ადგილას წარმოიდგინოს, რომელიც თვითმფრინავში იჯდა და იცოდა ქმარ-შვილი მიწაში ჰყავდა.
"ღამიდან იმ ქალზე ფიქრს ვაგდებ, თვითმფრინავში რომ იჯდა და იცოდა, ქმარ-შვილი მიწაში ჰყავდა.
ვუახლოვდები, ფრთხილად ვცდილობ მის ადგილას თავის წარმოდგენას, რომ თანავუგრძნო და მაღალი ძაბვის კაბელიდან დენი მირტყამს.“ - წერს ჩერგოლეიშვილი.