თეგებით ძიება
08. 02. 2024 მსოფლიო

საქართველო ვენახის სიმჭიდროვით იტალიასა და საფრანგეთს უსწრებს

საქართველო ვენახის სიმჭიდროვით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. ამის შესახებ ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (American Association of Wine Economists-AAWE) მიერ შედგენილ 43 ქვეყნის რეიტინგში წერია. კვლევა 2021 წლის მონაცემებს ასახავს და ასოციაციის facebook-გვერდზე ვრცელდება.

AAWE-ის თანახმად, საქართვეოლში 100 კაცზე 1,32 ჰექტარი, ანუ ერთ სულ მოსახლეზე 132 კვადრატული მეტრი (კვ.მ) ვენახი არის გაშენებული.

ამ მაჩვენებლით საქართველო უსწრებს იტალიას, სადაც ერთ სულ მოსახლეზე 121 კვ.მ ვენახი ფიქსირდება.

ვენახის სიმჭიდროვით მსოფლიო ქვეყნების ტოპ 10-ეული ასეთია:

მოლდოვა - ერთ სულ მოსახლეზე 400 კვ.მ

ესპანეთი - 203 კვ.მ

პორტუგალია - 189 კვ.მ

საქართველო - 132 კვ.მ

იტალია - 121 კვ.მ

საფრანგეთი - 119 კვ.მ

ბულგარეთი - 94 კვ.მ

რუმინეთი - 94 კვ.მ

საბერძნეთი - 92 კვ.მ

ახალი ზელანდია - 80 კვ.მ


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა